საზოგადოება

პანდემიის პირობებში, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებს დასუფთავების მოსაკრებელი შეუმცირდება

საქართველოში მოლები და ღია რესტორნები გაიხსნა, 1 ივნისი 2020 წელი.
1608709953
დაკოპირებულია

„პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან ერთად, გარკვეული შეღავათებით კვების ობიექტებიც ისარგებლებენ“, -ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

როგორც კალაძემ აღნიშნა, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები საკვებს ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ.

შესაბამისად, ამ პერიოდში, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია.

„რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, გარკვეული შეღავათები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებსაც შეეხებათ.

„თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, ასევე, გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც 8 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ორივე ვადა პირველ ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამის შესახებ ჩვენ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწებზე ახორციელებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, საზოგადოებას აღნიშნული შეღავათების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი

როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.
1643360099
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 
1643364403
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაჯის საათის წართმევის ეპიზოდს კიდევ ერთხელ იხსენებს და აღნიშნავს, რომ კლინიკის დირექტორის მრჩეველი დავით ღონიაშვილი მის მიმართ სიძულვილით გამოირჩეოდა, რის გამოც მას ჩანაწერების შენახვა სთხოვა. 
1643364376
რუსეთმა შავი ზღვის წყლებში სამხედრო ხომალდების საარტილერიო სწავლებები დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 
1643361331
„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. 
1643356233
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.
დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას - ბაიდენი ზელენსკის 
CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ არსებობს „აშკარა შესაძლებლობა“ რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრას,- ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული  უშიშროების საბჭოს სპიკერი, ემილი ჰორნი ადასტურებს.
„სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს“ - კახა კალაძე უკანონ...
„არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, მედიასთან განაცხადა.
ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმო...
თბილისის მერმა კახა კალაძემ  ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, 2017  წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.