საზოგადოება

საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ

ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულების ტესტირება იწყება
1612422946
დაკოპირებულია

საქართველოს მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ  განაცხადა.

„ვიზრუნოთ ინფექციის მართვით მიღწეულ შედეგზე, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკას, ტურიზმს. მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნუციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით, გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები.

ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში. ასევე, 15-დან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდენ ღია სივრცეში“, – განაცხადა გახარიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება

✔️ 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება