საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ

ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ
1596532253
დაკოპირებულია

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთან დასრულდა.

როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ თეონა თამაზაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საელჩოს წარმომადგენელს საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ამასაც არ ველოდი, რომ საელჩოდან ვინმე წარმომადგენელი შემხვდებოდა. ავუხსენი ყველა დეტალი რა ხდება, როგორ ხდება და საერთოდ ვინ არის ჩარეული. ვუთხარი, რომ თუ არ იქნება ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობა, უფლებას ვიტოვებ, რომ მოვიდე აქ და შიმშილობა დავიწყო. სახელმწიფოსგან არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ სიმართლის დასადგენად ერთი აგური დავდე. პასუხია ის, რომ მთავრობის მხრიდან უნდა დადგეს საკითხი, რომ FBI ჩაერთოს“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.

მედიის კითხვაზე, კიდევ ეცდება თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვოს, გარდაცვლილი პროგრამისტის დედა აცხადებს, რომ შეხვედრას აღარ მოითხოვს.

„მე აღარ მოვითხოვ შეხვედრას, თვითონ თუ იქნება ამის სურვილი წინააღმდეგი არ ვიქნები“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის თხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

იგეგმება თუ არა ვაქცინაციის ორი დოზის შემდეგ ბუსტერამდე პერიოდის შემცი...

იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ბუსტერ დოზის შემდეგ მიღებული იმუნური პასუხი „ომიკრონის“ წინააღმდეგ საკმარისი უნდა აღმოჩნდეს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 6 თვიანი პერიოდის შემცირება იქნება.
1638354686
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ეხმაურება.
1638359210
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.  სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
1638359140
„2 დეკემბერს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას შეეხება. აღნიშნულ საქმეს საზოგადოება „პიჯაკების საქმის“ სახელით იცნობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, სინამდვილეში ბუნებაში პიჯაკების საქმე არ არსებობს, ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, რომელიც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
1638358753
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.
1638357980
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი  5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში,  ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.
ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდ...
ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო, დასრულდა. სამუშაოების შედეგები საზოგადოებას „საყდრისის კომიტეტმა“ რესტავრატორებთან ერთად გააცნო.
„ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხ...
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალინდელ პროცესზე  გამოცხადდეს. 
1638351636
„ფინანსური წახალისების სქემამ ვაქცინაციის ტემპზე დადებითად იმოქმედა“ -...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის ტემპის შესახებ ისაუბრა.