მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 რეკორდი 1 მატჩში - რონალდუს მორიგი ბენეფისი (ვიდეო)

რონალდუ
1623780168
სპორტი

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში პირველი მატჩი გაიმართა. უნგრეთის ეროვნული ნაკრები შინ ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

📌 კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროპის 5 ჩემპიონატზე ითამაშა.

📌 კრიშტიანო რონალდომ დიდ ტურნირებზე 39-ედ ითამაშა და ევროპელ ფეხბურთელებში ბასტიან შვაინშტაიგერის (38) რეკორდი დაამხო.

📌 კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატებზე მე-10 და მე-11 გოლები გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში კი - 105-ე და 106-ე.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ჟოტამ ორი მომენტი ვერ გამოიყენა. პორტუგალია თანდათან ზეწოლას ზრდიდა, ტაიმის დასასრულს ჯერ ჟოტას კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ მეკარემ გატანა არ დაანება, შემდეგ კი რონალდომ რამდენიმე მეტრიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში მადიარები თავს კიდევ უფრო უკეთ იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და შეცვლაზე შესულმა შიონმა გოლიც გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ეს ალბათ, შეხვედრაში გადამწყვეტი ეპიზოდი გამოდგა. ცოტა ხანში ანდრე სილვამ პორტუგალია დააწინაურა, მერე რონალდომ რაფა სილვას მოპოვებული პენალტი გამოიყენა, კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და ლუზიტანებმა გაიმარჯვეს.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“ 61 000 მაყურებელი
უნგრეთი - პორტუგალია 0:3
გოლები: 0:1 ანდრე სილვა (84), 0:2 რონალდო (87, პენ), 0:3 რონალდო (90+2)