
იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ინტერი“ 3:1 დაამარცხა და ამ გამარჯვებით, კიდევ ერთი მიღწევა გაიფორმა - მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებს ყველა მეტოქე დამარცხებული ჰყავთ, ვისაც კი შეხვედრიან.
შეხვედრაში პირველი გოლი „ნაპოლელთა“ სასარგებლოდ ზამბო ანგისამ გაიტანა.
მატჩის 79-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია საგოლე გადაცემას იფორმებდა, თუმცა ჯოვანი სიმეონეს გოლი გაუქმდა.
ამის შემდეგ, მეტოქემ გათანაბრება შეძლო, თუმცა „ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გუნდს უპირატესობა მალევე მოაპოვებინა. მატჩის ბოლოს კი „ინტერის“ კარში მესამე და ბოლო გოლი ჯანლუკა გაეტანომ გაიტანა.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს ჩემპიონის ტიტულს ჯერ კიდევ 33-ე ტურში დაეუფლა.