მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

71:51 - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები
1659182881
სპორტი

რუმინეთის ქალაქ პლოეშტში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა კალათბურთის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 20-ქულიანი სხვაობით, 71:51 მოუგო და ჯგუფში პოზიციები გაიმყარა. 

ტურნირში 22 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო B ჯგუფში ნორვეგიასთან, კოსოვოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ბულგარეთთან და ნიდერლანდებთან ერთად არის. თითო ჯგუფიდან პლეიოფში ბრძოლას 2-2 საუკეთესო ნაკრები გააგრძელებს.

ქართველი კალათბურთელები შემდეგ მატჩს 31 ივლისს, 16:45 საათზე ბულგარელ თანატოლებთან გამართავენ.