მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაბეთი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური სპონსორი გახდა

აჭარაბეთი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური სპონსორი გახდა
1679667129
სპორტი

კომპანია აჭარაბეთსა და „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციას“ შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში აჭარაბეთი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს.

„აჭარაბეთისთვის“ სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქართული სპორტის განვითარებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, არაერთხელ ვიამაყებთ ჩვენი მიღწევებით,“ - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

„დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ რეგიონში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ კომპანიასთან, დღეიდან „აჭარაბეთი“ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ძლიერი კომპანია ხდება შენი პარტნიორი, რადგან კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. აჭარაბეთთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ჩვენს გულშემატკივარს და რაც მთავარია, ერთობლივად შევქმნით ისეთ პროექტს, რომელიც აუცილებელია წყალბურთის განვითარებისთვის,“ - განაცხადა საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.