მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვენი დამმარცხებელი ავსტრიამ დაამარცხა

პანდევი ალაბა
1623607264
სპორტი

ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებს სძლია და კონტინენტის პირველობაზე მოხვდა, პირველ ტურში С ჯგუფში ავსტრიასთან 1:3 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ავსტრია წინ მცველმა ლაინერმა გაიყვანა, შემდეგ კი მაკედონიელთა ლეგენდამ 37 წლის გორან პანდევმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში ავსტრია უპირატესობას ფლობდა, მეკარე დიმიტრიევსკიმ შეცვლაზე შესული გრეგორიჩის ურთულესი თავური მოიგერია, მაგრამ შემდეგ გრეგორიჩმა მაინც დალაშქრა მისი კარი. ბოლოს არნაუტოვიჩმაც ისარგებლა მაკედონიელთა მცველების შეცდომით და ავსტრიამ გაიმარჯვა.

ბუქარესტი. „ნაციონალა“
ავსტრია - ჩრდ. მაკედონია 3:1
გოლები: 1:0 ლაინერი (18), 1:1 პანდევი (28), 2:1 გრეგორიჩი (78), 3:1 არნაუტოვიჩი (89)