მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაკარგავს თუ არა უიმბლდონი უდიდესი გრანდ სლემის სტატუსს

უძველესი საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოში
1652266151
სპორტი

რუსებისა და ბელორუსების წინააღმდეგ სანქციების გამო, უიმბლდონმა შესაძლოა, უდიდესი გრანდ სლემის ტურნირის სტატუსი დაკარგოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) უიმბლდონის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. უიმბლდონს სტატუსი მას შემდეგ შეუმცირა ასოციაციამ, რაც სარეიტინგო ქულების მინიჭების პრეროგატივა დაკარგა და შესაბამისად ის „საგამოფენო ტურნირად“ იქცა, - წერს გამოცემა. 

ცნობისთვის: კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, როდესაც უიმბლდონის ორგანიზატორებმა დანიილ მედვედევს და რუსეთისა და ბელორუსის სხვა მოთამაშეებს ტურნირში მონაწილეობა აუკრძალეს. ამან გამოიწვია უკმაყოფილება მსოფლიოს წამყვან ჩოგბურთელებში. კერძოდ, მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ATP ბორტზე მყოფ სხვა მოთამაშეებში.