მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

EURO 2020 - რა უნდა ვიცოდეთ ჩემპიონატის შესახებ

ევროპის ჩემპიონატი  ფეხბურთში
1623395487
სპორტი

2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ის პანდემიის გამო ერთ წლით გადაიდო. სტატიას bbc.com ავრცელებს.

ჩემპიონატი ამსტერდამში, ბაქოში, ბუქარესტში, ბუდაპეშტში, კოპენჰაგენში, გლაზგოში, ლონდონში, მიუნხენში, რომში, სევილიაში და სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. EURO 2020 რამდენიმე მიზეზის გამო უნიკალურია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი 2021 წელს ტარდება, ის კვლავ EURO 2020-ის სახელს ატარებს. ის ერთი თვის განმავლობაში ევროპის 11 ქვეყანაში გაიმართება.

ევრო 1996-ის შემდეგ ეს პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირია, რომელიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. პირველი მატჩი რომში, იტალიასა და თურქეთს შორის ჩატარდება. ფინალი კი ლონდონში, უემბლის სტადიონზე 11 ივლისს ჩატარდება.

დუბლინში დაგეგმილი შეხვედრები სანქტ-პეტერბურგში გადაიტანეს, ხოლო მატჩები, რომელიც ბილბაოში უნდა გამართულიყო, სევილიაში ჩატარდება. ამის მიზეზიც პანდემიაა.

51-ვე შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება. ამასთანავე, მათ რაოდენობას მხარეები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ. ზოგ ადგილებში სტადიონები 100%-ით შეივსება, სხვაგან კი 20-დან 40%-მდე გულშემატკივარი დაესწრება.

უემბლსის სტადიონზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებული გულშემატკივრები დაიშვებიან, ან ბოლო 48 საათში ჩატარებული კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. გარდა ამისა, სტადიონებზე პირბადეების ტარება სავალდებულოა.

წესები ყველგან ინდივიდუალურია, ასე მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში გულშემატკივრების თერმოსკრინინგი იგეგმება.

თითოეულ გუნდს 26-ის ნაცვლად 23 მოთამაშის წარდგენის უფლება აქვს, ერთ თამაშში გუნდებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება აქვთ.

უელსის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ გამოდის, მანამდე ის ევროპის პირველობის კვალიფიკაციის გავლას ვერ ახერხებდა. თუმცა ბოლო დროს უელსის გუნდის დონე ძალზე ამაღლდა.

შვეიცარიის ნაკრებს, მაგალითად, 200 000-მდე კილომეტრის გაფრენა შეიძლება მოუწიოს, ის 3 შეხვედრას ბაქოში ატარებს, ხოლო მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, მისი მატჩები ცენტრალურ ევროპაში გაიმართება.

24 გუნდიდან თითოეული მიიღებს მონაწილეობის საფასურს 9,25 მილიონი ევროს, ხოლო ფინალში გამარჯვებულს შეუძლია მაქსიმუმ 34 მილიონი ევრო მიიღოს.

ჯგუფები

A ჯგუფი - თურქეთი, იტალია, უელსი, შვეიცარია

B ჯგუფი - დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი

C ჯგუფი - ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია

D ჯგუფი - ინგლისი, ხორვატია, შოტლანდია, ჩეხეთი

E ჯგუფი - ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი

F ჯგუფი - უნგრეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია

ფავორიტი

რაც შეეხება ჩემპიონატის ფავორიტებს, ესენი საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია არიან. ამასთანავე სხვა გუნდებთან შედარებით ინგლისს უპირატესობა აქვს, რადგანაც 7 შეხვედრიდან 6-ს ის სახლში უემბლიზე გამართავს.

EURO 2020-ის ფავორიტები (ბუკმეიკერების პროგნოზით):

  1. საფრანგეთი 9/2
  2. ინგლისი 5/1
  3. ბელგია 6/1
  4. გერმანია 7/1
  5. ესპანეთი 15/2
  6. პორტუგალია 8/1
  7. იტალია 11/1
  8. ნიდერლანდები 12/1