მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგიტა არქანია მსოფლიოს ჩემპიონია

გოგიტა არქანია მსოფლიოს ჩემპიონია
1637423039
სპორტი

 გოგიტა არქანია (+84 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია.

პირველ წრეში არქანიამ მექსიკელი მოწინააღმდეგე 8:0 დაამარცხა, მეორე წრეში მონტენეგროს წარმომადგენელი – 2:0, მესამე წრეში ესპანელ მოწინააღმდეგე – 8:0 , მეოთხე წრეში ამერიკელი – 3:0, მეხუთე წრეში კი ხორვატ მეტოქეს – 3:1 სძლია.

დუბაიში მიმდინარე კარატისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა იტალიელ სიმონე მარინოს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ (2014 წელი) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის სპორტსმენმა ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა და მე-5 ადგილი დაიკავა.