მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოლი 48 მეტრიდან - ჩეხეთმა შოტლანდია დაამარცხა (ვიდეო)

ჩეხეთის ნაკრები
1623682954
სპორტი

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში შოტლანდია შინ ჩეხეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის გმირი პატრიკ შიკი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ჩეხმა ფორვარდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მოხდენილი თავური დარტყმით გახსნა და სტუმრები დააწინაურა.

მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და საგოლე მომენტებიც შექმნეს. შოტლანდიელთა კიპერი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ იყო. მან კარი დაკარგა, ზედმეტად წინ გამოვიდა და ამით შიკმა დიდებულად ისარგებლა. ჩეხმა ფეხბურთელმა პირდაპირ მოედნის ცენტრიდან დაარტყა და ფანტასტიკურად - საოცარი, დაუჯერებელი და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

საბოლოოდ შოტლანდიამ ამ მატჩში ვერაფერი შეცვალა და 0:2 დასრულდა.

შოტლანდია - ჩეხეთი 0:2 (0:1)

გლაზგო, „ჰემპდენ პარკი“