მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქართველებმა ოქროს მედალი მოიპოვეს

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა
1650051754
სპორტი

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში, ქართველმა მოციგურავეებმა, ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ისტორიაში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვეს.

მათ თავისუფალ პროგრამაში ტექნიკური ელემენტებისთვის 59.40 ქულა, ხოლო პრეზენტაციისთვის 60.95 ქულა დაიმსახურეს. სულ კი, 120.35 ქულა დააგროვეს. ამას მოკლე პროგრამის შედეგიც დაემატა და საბოლოოდ, მათ 188.12 ქულით ოქროს მედლები მოიპოვეს.

ცნობისთვის, ჩემპიონატში, მეორე ადგილზე 169.91 ქულით, ავსტრალიელი ანასტასია გოლუბევა და ექტორ მური გავიდნენ, მესამეზე კი, კანადელი ბრუკ მაკინტოში და ბენჟამინ მიმარი, რომლებმაც 156.80 ქულა დააგროვეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

👉 უკრაინას „მოსკვას“ აფეთქება ნამდვილად შეეძლო, მათ ალბათ დამცავი სისტემა მწყობრიდან მთლიანად გამოიყვანეს - სამხედრო ექსპერტი

👉 „მოსკვაზე“ შეტევა, რეალურად ორჯერ განხორციელდა - აშშ-ის ოფიციალური პირი

👉 უკრაინა: „მოსკვას“ ჩაძირვის გამო, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა ოდესის ოლქს სტყორცნეს

👉 ქართველმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას არასდროს დაუშვებს - კულება

👉 აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ვერაფერი შეაკავებს - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსების მუქარაზე