სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია - იტალიური მედია

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
1684497714
დაკოპირებულია

იტალიური მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. 

გამოცემა Spazio Napoli-ს ინფორმაციით, კვარაცხელია სპორტდარბაზსა და მოედანზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და აღდგენითი ვარჯიშებითაა დაკავებული.

„ინტერის“ წინააღმდეგ მატჩში მისი ყოფნა საეჭვოა. 

რამდენად სერიოზულია ფეხბურთელის ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.