მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე
1651412170
სპორტი

ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

მაისურაძემ 90 კგ. წონით კატეგორიის 1/2-ფინალში წუთზე ნაკლებ დროში კრისტიან ტოტის ბარიერი დაძლია.

ფინალში ქართველი ძიუდოისტი სერბ დარკო ბრასნოვიჩს დაუპირისპირდა. წარსულში მათ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდათ გამართული, რომელიც მაისურაძემ მოიგო. გამარჯვებული ამჯერადაც ქართველი გახდა.