სპორტი

მნიშვნელოვანი გამარჯვება - „საბურთალომ“ ბუქარესტის „სტიაუა“ დაამარცხა

„საბურთალოს“ ფეხბურთელები
1658426270
დაკოპირებულია

უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „საბურთალომ“ ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლა. 

მატჩი „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა. 

ამავდროულად, ევროტურნირებზე მოასპარეზე კიდევ ერთი ქართული გუნდი, ბათუმის „დინამო“ პოლონურ „ლეხთან“ სტუმრად განადგურდა - 5:0. 

ქართული გუნდები განმეორებით შეხვედრებს 28 ივლისს გამართავენ.