მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოლოცვებისთვის მადლობა, მაგრამ უელსის ნაკრები ჩვენ არ დაგვიმარცხებია“ - ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი

ჯორჯიის შტატი
1668885908
სპორტი

ისტორიულ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ უელსის დამარცხების გამო ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირს განმარტების გაკეთება მოუწია. 

უცხოელ გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა გამარჯვება საქართველოს ნაცვლად, ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებს მიულოცეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ მილოცვის წერილებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს, დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია.  

მაგრამ მადლობა.

ვულოცავთ ქართველ ერს ისტორიულ გამარჯვებას“, - აღნიშნულია ჯორჯიის რაგბის კავშირის განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები კარდიფში TIER 1-ის გუნდ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 12:13 დაამარცხა

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

✅ „ყატარი-2022“, რა უნდა ვიცოდეთ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ - DW