ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ნახევარფინალში თიბილაშვილმა უნგრელი ევა ჰაიმასი ანგარიშით 15:11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 მოუგო.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი უნგრეთის მსოფლიო თასი გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს.
19 ნოემბერს რაპირით ასპარეზობაში მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.