მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა გურასპაულმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა

ვიქტორ სანიკიძე და პაატა გურასპაული
1638970203
სპორტი

პაატა გურასპაულმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე თავის კანდიდატურას ხსნის. 

საგანგებო ბრიფინგს არჩევნების ერთადერთი კანდიდატი, ვიქტორ სანიკიძეც ესწრებოდა. 

„კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე. მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით და გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე“, - განაცხადა გურასპაულმა. 

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.