მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა

მორაგბე დავით ნინიაშვილი
1679943795
სპორტი

ჟურნალმა „მიდი ოლიმპიკმა“ ყოველწლიური ოსკარი ქართველ მორაგბეს დავით ნინიაშვილს მიაკუთვნა.

პრესტიჟული ფრანგული ჟურნალი ჯილდოს ახალ მფლობელს კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს, რომელიც განსახიერებაა როგორც უელსთან და იტალიასთან ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე „ჩელენჯ ქაფზე“ ლიონის ისტორიული კორონაციის.

ნინიაშვილი მეორე ქართველია, რომელსაც ოსკარი მიენიჭა - 2013-ში მისი მფლობელი მამუკა გორგოძე გახდა.

„მიდი ოლიმპიკის“ ოსკარის 70-ე საიუბილეო ცერემონია ლიონში, გერლანის სტადიონზე გაიმართა, სადაც ქართული რაგბის ფენომენზე არაერთმა გამომსვლელმა აღტაცებით ისაუბრა.