
მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა რაფაელ ნადალი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის გამო რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის უიმბლდონზე ასპარეზობის აკრძალვას გამოეხმაურა.
„ძალიან უსამართლოა რაც ხდება, ჩემი რუსი კოლეგების ბრალი ეს ყველაფერი არ არის. იმას, თუ რა მოხდება ჩვენს თამაშში, არ აქვს არანაირი გავლენა უამრავი ადამიანის სიკვდილზე, ტანჯვასა და იმ ცუდ სიტუაციაზე, რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ“, - განაცხადა ნადალმა.
უიმბლდონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მთავრობის დირექტივამ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მათ არ დაუტოვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ორი ქვეყნის წარმომადგენლების ასპარეზობაზე უარი ეთქვათ.
უიმბლდონი ჩოგბურთში ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირია, იგი სტარტს 27 ივლისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება.
„