მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
1637078540
სპორტი

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ბათუმში ინგლისის 21 წლამდე ნაკრებს უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად, 3:2 დაამარცხა!

რამაზ სვანაძის გუნდი ალბიონელებს ყველა კომპონენტში აჯობა და შესანიშნავი თამაში აჩვენა. ის, რაც მოედანზე ხდებოდა, შედეგში სრულად აისახა და ქართველმა ფეხბურთელებმა დამსახურებულად იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები 24-ე წუთზე დაწინაურდა, როცა გიორგი გულიაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა, რაშიც მას რიკოშეტიც დაეხმარა. პირველი ნახევარი მთლიანობაში თანაბარი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში სვანაძის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.

47-ე წუთზე გულიაშვილმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 65-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ნამდვილი შედევრი შექმნა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ანგარიში 3:0 გახადა.დარჩენილ დროში ინგლისის ნაკრებმა ორი ბურთი გაქვითა. ჯერ სემ გრინვუდმა გაიტანა, ხოლო შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირეულ დროში გუეიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამას თამაშზე გავლენა არ მოუხდენია და 21-წლამდელებმა ტესტ-მატჩში, მაგრამ მაინც უდაოდ გამოსარჩევი გამარჯვება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, რადგან ფინალური ეტაპის თანამასპინძელია რუმინეთთან ერთად.

საქართველო (U21) - ინგლისი (U21) 3:2 (1:0)

ბათუმი, „აჭარებეთარენა“

საქართველო: მამარდაშვილი; ლ. გაგნიძე, გაგუა, გელაშვილი (დარცმელია 88), გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 80), გულიაშვილი, კალანდაძე, ხარაბაძე, ხვადაგიანი (ჯინჯოლავა 88), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (ნ. გაგნიძე 71)

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ინგლისი: გრინი; ბალოგუნი (გრინვუდი 36), ბრიუსტერი, ქრიუსველი, დოილი, დრამე (აარონსი 77), გარნერი (სკიპი 77), გიბს-უაიტი, გომესი (გორდონი 67), მოლა, ტომასი (გუეი 77)

მწვრთნელი: ლი კერსლი

გოლები: 1:0 გულიაშვილი (24), 2:0 გულიაშვილი (47), 3:0 გოჩოლეიშვილი (65), 3:1 გრინვუდი (81), 3:2 გუეი (90)

გაფრთხილება: გაგუა (53) - ქრიუსველი (53), გარნერი (72)