სპორტი

საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა

საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა
1660502645
დაკოპირებულია

საქართველოს 7-კაცამ World Rugby მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს 31-14 მოუგო და ფინალში გავიდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ფინალში, რომელიც ღამის 03:20-ზე დაიწყება, საქართველო ურუგვაისა და გერმანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.