მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა

საქართველოს ნაკრები
1668708261
სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩი გამართა. 

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი აფრიკულ გუნდთან უშანსოდ დამარცხდა - 3:0. 

ანგარიში მე-5 წუთზე იუსუფ ენ-ნესირიმ გახსნა, 29-ე წუთზე მაროკოელთა ლიდერმა ჰაკიმ ზიეშმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ გიორგი მამარდაშვილს ცენტრიდან გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი სოფიან ბუფალმა 72-ე წუთზე ხელით თამაშის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანით დააფიქსირა. 

ამ მარცხით საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩებს 2023 წელს გამართავს.