სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
1684079365
დაკოპირებულია

საქართველოს ნაკრები დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს. 

გადამწყვეტ ბრძოლაში 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მაშა ბალჰაუსი ვაზარით დაამარცხა და საბოლოო ანგარიში - 4:2 დააფიქსირა. 

ბრინჯაოს მედლის გარდა, ნაკრებმა ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა.