მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრებს ივნისში იტალია ესტუმრება

საქართველოს ნაკრებს ივნისში იტალია ესტუმრება
1637171976
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Onrugby.it ავრცელებს. 

„აძურამ“ უკვე გაწერა 2022 წლის ტესტ-მატჩების განრიგი და ამის მიხედვით დააანონსდა საქართველოსთან შეხვედრა.

იტალია ზაფხულის ტესტ-მატჩებში საქართველოში ჩამოვა. საზაფხულო ტურნეში იტალია საქართველოს გარდა, სტუმრად რუმინეთის ნაკრებსაც დაუპირისპირდება. შეხვედრა 2022 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია.

საქართველოს ნაკრებს იტალიასთან აქამდე ორჯერ უთამაშია - 2003 წელს აპენინელებმა 31:22 მოიგეს, ხოლო 2018 წელს, ფლორენციაში გამარჯვება ისევ იტალიამ მოიპოვა (28:17).