მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა პიზის მსოფლიო თასის გათამაშებაზე 7 მედალი მოიპოვა

ქართველი პარამოფარიკავეები
1637523605
სპორტი

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა პიზის მსოფლიო თასის გათამაშებაზე 7 მედალი (ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო) მოიპოვა. 

სპორტსმენებმა სამ დისციპლინაში (ხმალი, რაპირა, დაშნა, A და B კატეგორიები) იასპარეზეს.

ირმა ხეცურიანი (ხმლით და რაპირათი) ფარიკაობაში ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გვანცა ზადიშვილმა (ხმალში) ვერცხლი აიღო.

ნინა თიბილაშვილმა (ხმალში, რაპირაში და დაშნაში) სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასასრულს, ნაკრებმა გუნდურში რაპირათი ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.