მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები უკმაყოფილოები არიან, წიგნები წაიკითხონ“ - უკრაინის მწვრთნელი

უკრაინის მწვრთნელი  აინარს ბაგატსკი
1656704756
სპორტი

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და იმ უსიამოვნო ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც მოხდა. ლატვიელმა სპეციალისტმა ქართველებს წიგნის წაკითხვა ურჩია და აღნიშნა, რომ მან კარგად იცის მეტოქის პატივისცემა და თამაშის კოდექსი.

„კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ოთხი გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში ვიყოთ და მათ შორის იყოს საქართველოც. სწორედ ამ სცენარზე ვფიქრობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულების მოპოვება ვერ შევძელით. თუ საბოლოოდ, ერთი ქულა დაგვაკლდება, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. ამიტომ ვცდილობდით ბოლო წამზე ქულების მოპოვებას.

კარგად ვიცი წესები და თამაშის კოდექსი. ვიცი, რომ მეტოქის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები უკმაყოფილონი არიან რაღაცით, მაშინ ცოტა გაისეირნონ, წიგნი წაიკითხონ ან სხვა რამე გააკეთონ“, - განაცხადა ბაგატსკისმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დასრულებამდე 9 წამი რჩებოდა და უკრაინა 79:66-ს იგებდა, როდესაც ლატვიელმა სპეციალისტმა წუთშესვენება აიღო და კიდევ ქულების მოპოვება სცადა. სწორედ ამას დაპირისპირება მოჰყვა, ხოლო ბაგატსკისმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ქართველების სათადარიგო სკამს უხამსი ჟესტი აჩვენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველო უკრაინასთან უშანსოდ დამარცხდა