მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტო სამყარო Extra-ზე

შეთავაზება ავტომობილის მფლობელებს Extra.ge-სგან

თქვენი ავტომანქანა მუდმივად რომ ფორმაში იყოს, როგორც ტექნიკურად, ასევე, ვიზუალურად, ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზია extra.ge ავტომობილის მფლობელებს პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალობას იძენს საბურავების შეცვლის საკითხი. ამისთვის საჭირო აღარ არ არის, რომელიმე  მაღაზიაში წასვლა, საცობების გავლა და დროის კარგვა. exrea.ge წარმოადგენს საბურავების მრავალფეროვან ასორტიმენტს - ზამთრის, ზაფხულის და ყველა სეზონის საბურავებს, რითაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, საუკეთესო ფასად, ონლაინ შეიძინოს მისი მანქანის შესაფერისი საბურავები.

თუ ავტომობილს მართავთ, გეცოდინებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს  ძრავის და კოლოფის ზეთს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდულობით ორივე მათგანს შეცვლა სჭირდება, თუმცა ხშირად უდროობის გამო იგვიანებს ხოლმე ეს პროცედურები. რატომ უნდა შეუქმნათ მანქანას პრობლემები, როცა ექსტრაზე საუკეთესო ხარისხის ძრავების შეძენაა შესაძლებელი, შეუკვეთავთ თქვენთვის სასურველს და კურიერი იქ მოგიტანთ შეკვეთას, სადაც გაგიხარდებათ. გარდა ზეთისა ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ფილტრები, ჰერმეტიკი, წებო, ჰიდრავლიკის სითხე - extra-ზე ნებისმიერი რამის შეძენაა შესაძლებელი.

ხშირად მაშინ შეიძლება გადაიწვას მანქანის რომელიმე ნათურა, როცა სულ არ ელით, ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, სათადარიგო გქონდეთ. ექსტრაზე წარმოდგენილია ყველა ის ნათურა, რომელიც მანქანას შეიძლება დასჭირდეს იქნება ეს  წინა და უკანა ფარების, ციმციმასი, სანისლე ფარების თუ სხვა. ემეგობრეთ ექსტრას და „ცალი ფარით“ სიარული არასდროს მოგიწევთ.

გარდა ტექნიკური დეტალების, ნაწილების, აკუმულატორისა ექსტრაზე შეგიძლიათ ნახოთ ავტოქიმია და სალონის მოსაწესრიგებელი საშუალებები. იმისათვის, რომ თქვენს მანქანაში ყოველთვის საოცარი სურნელი იდგეს, არომატიზატორები ექსტრაზე უნდა შეარჩიოთ. გაზაფხულზე წვიმიან ამინდში აუცილებლად გამართული უნდა იყოს მინის საწმენდები, ხშირად რეზინი, რომლითაც მინა წვიმის წვეთებისგან იწმინდება უხეშდება, უსიამოვნო ხმას გამოსცემს და კარგად არ წმენდს, ასეთი შემთხვევებისთვის ექსტრას უნდა მიმართოთ და პრობლემა მარტივად გადაიჭრება, შეარჩევთ თქვენი მანქანის შესაბამისი ზომის საწმენდებს და შეუკვეთავთ ექსტრაზე მარტივად.

მანქანის დასაქოქი სადენი ის აუცილებელი ნივთია, რომელმაც თქვენს საბარგულში საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს. მოულოდნელი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული, სწორედ ამიტომ სადენების გარეშე მოგზაურობა, თუნდაც ახლო მანძილზე, გარკვეულწილად სარისკოა. მისი შერჩევაც ასევე შესაძლებელია ექსტრაზე.

მანქანის მტვერსასრუტი თქვენი სუფთა სალონის წინაპირობაა. თუ როგორი ტიპის მტვერსასრუტზე შეაჩერებთ ყურადღებას, ეს სრულად გემოვნების საკითხია. სწორედ ამიტომ უმჯობესია, ეწვიოთ Extra.ge-ს და საკუთარი თვალით დაათვალიეროთ ყველა ის ნივთი, რაც მანქანისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.