
PIA.GE წარმოგიდგენთ 9 მაისს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს მსოფლიოდან.
სამხედრო მოსამსახურეები მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის წითელი არმიის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 78 წლისთავის აღსანიშნავ აღლუმზე.
მოსკოვი, რუსეთი 📸 Moscow News Agency
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსახიობ კე ჰუისთან ერთად ფილმის ჩვენებაზე მიემართება თეთრი სახლის აღმოსავლეთ ოთახში.
ვაშინგტონი, აშშ 📸 Anna Moneymaker
ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელები რაბი შიმონ ბარ იოჩაის საფლავზე ლოცულობენ ებრაული დღესასწაულის, ლაგ ბაომერის დღეს.
მერონის მთა, ისრაელი 📸 Jalaa Marey
პოლიციის მიერ დაკავებული მამაკაცი, რომელიც აქციაზე აპროტესტებდა ნიუ იორკის მეტროს ვაგონში მოქალაქე ჯორდან ნილის მკვლელობას.
ნიუ იორკი, აშშ 📸 Andrew Kelly
ბივერ ტერიერი ემზადება Westminster Kennel Club-ის ძაღლების რიგით 147-ე შოუზე გამოსასვლელად, რომელიც Arthur Ashe-ს სტადიონზე იმართება.
ნიუ იორკი, აშშ 📸 Sarah Stier
ბავშვები, რომლებმაც ბუდისტი ბერის ცხოვრება დაიწყეს, ტაძარში, თავის გადაპარსვის შემდეგ.
სეული, სამხრეთ კორეა 📸 Kim Hong-Ji
ნათესავები, მეგობრები და ფემინისტი აქტივისტები მთავრობის სასახლესთან აპროტესტებენ ნუევო-ლეონის შტატში ქალების გაუჩინარების შემთხვევებს.
მონტერეი, მექსიკა 📸 Antonio Ojeda
რაფსის ნათესებით გარშემორტყმული ფერმა.
ორნი, შვეიცარია 📸 Fabrice Coffrini
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პოლიკლინიკაში ვიზიტის დროს ესაუბრება სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს.
უესტონი, დიდი ბრიტანეთი 📸 Ben Birchall
სატვირთო გემი ემზადება ინსპექციის გასავლელად.
ფალმუთი, დიდი ბრიტანეთი 📸 Matt Keeble
კურდღელი ფრანკფურტის მახლობლად მდებარე ფერმის ტრასაზე.
ვერჰეიმი, გერმანია 📸 Michael Probst
ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს დაღუპული 13 წლის პალესტინელის ახლობლები გლოვისას.
ქალაქი ღაზა, ღაზას სექტორი 📸 Anadolu Agency
რუსული სარაკეტო დარტყმის დროს კერძო სახლის ეზოში ჩამოვარდნილი საკრუიზო რაკეტის ნაწილი.
კიევი, უკაინა 📸 Reuters
პროტესტის მონაწილეები პალესტინიდან, ისრაელის ძალებთან შეტაკების ფონზე, თავშესაფრისკენ გარბიან.
ნაბლუსი, ოკუპირებული დასავლეთ სანაპირო 📸 Jaafar Ashtiyeh