მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორჯომული დაისი მზის გაპარვით, ვირი მანქანაში, მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი - 25 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი
ამბავი მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, მკურნალობა შეწყვიტოს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მასთან შესვლის ნებართვის მიცემას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობაზე უარს აცხადებს. 

„უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე“ - სააკაშვილი

🔴 „ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა ქვეყნისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ გაიყიდა!“ - მიხეილ სააკაშვილი

დღის პერსონა
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ონლაინ კაზინოს შექმნას აანონსებს. ჯაფარიძე ამ აქტით პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას აპროტესტებს, რომელიც სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

„ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად. ესაა სლოტი - BOOK OF FREEDOM, დემოვერსია. „ქართული ოცნება / Georgian Dream თვალყური“ გვადევნეთ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ონლაინ კაზინოების რეგულირება დააანონსა. მისი თქმით, ხელისუფლება სათამაშო ბიზნესზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

დღის ფრაზები

ზურაბ ჯაფარიძე:

             „ონლაინ კაზინოს ვაწყობთ, ისე რომ ვერ ჩაგვავლებენ ვერანაირად“

მიხეილ სააკაშვილი: 

            „თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე“

კახა კალაძე:

             „შევეგუოთ ერთ რამეს, სააკაშვილი არის დამნაშავე და მოუწევს ციხეში ჯდომა“

კარლ ჰარცელი:

            „განვაგრძობთ მონიტორინგს, რომ სააკაშვილის უფლებები და ღირსება დაცული იყოს“

დიმიტრი გორდონი:

                  „უკრაინის ხელისუფლებას კიევში სააკაშვილი არ სჭირდება“

ბექა ბასილაია:

               „სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“

მიხეილ სააკაშვილი:

          „ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა ქვეყნისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ გაიყიდა!“

დღის კარგი ამბავი
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1129 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4927 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4935 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2590 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.1470 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 ნოემბრიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 57 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი, ხოლო 4804  პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 826 714-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 768 559 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 736 პაციენტი ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

საფრანგეთში ყველა ზრდასრული ადამიანის ბუსტერ-აცრა იგეგმება

რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

21-ე საუკუნე შეიძლება ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე გახდეს - ამირან გამყრელიძე

57 გარდაცვალება, 4331 ინფიცირება, 4804 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

დღის უცხოური ამბავი
ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ჩაცმულობის სტილზე მიბაძვა აიკრძალა

ჩრდილოეთ კორეაში ტყავის ქურთუკების ჩაცმა აიკრძალა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამით მოქალაქეები ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინს „უხეშად ჰბაძავენ“.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ქალაქ ჰეიჯოში პოლიციამ ახლახან დაიწყო ტყავის ქურთუკებისა გამყიდველებისა და იმ ადამიანების დარბევა, რომლებსაც იგი აცვიათ.

კიმ ჩენ ინი მოსახლეობის წინაშე ტყავის ქურთუკით პირველად 2019 წელს წარდგა. მას შემდეგ ეს სტილი ჩრდილოეთ კორეაში ძალიან პოპულარული გახდა. ჩინოვნიკების ნაწილისთვის ნამდვილი ტყავის ქურთუკები ჩინეთიდან შემოიტანეს.

ტყავის ქურთუკი მოსახლეობისთვის ჩრდილოეთ კორეის „ძალაუფლების სიმბოლოდ იქცა“. 

დღის ფოტო
ბორჯომული დაისი მზის გაპარვით

ბორჯომი, საქართველო📸Shermazana

დღის ვიდეო
ვირი მანქანაში