მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრილიანტის სათვალე, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მისალმება, დაისი ხევსურეთში - 22 ოქტომბრის მსოფლიო ფოტოებში

22 ოქტომბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

სასადილოში სტუმრები მიირთმევენ სადილს, მუსიკოსთა ჯგუფი უკრავს რესტორნის გარეთ. ქალაქში შეზღუდვები მოხსნილია მას შემდეგ, რაც მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია. 2020 წლის მარტიდან მელბურნში „ლოკდაუნი 263 დღე იყო.
მელბურნი, ავსტრალია 📸 Asanka Ratnayake/Getty Images

მუსლიმები მონაწილეობენ პარასკევის ლოცვებში ბაიტულ მუკარამის ეროვნულ მეჩეთში.
ბანგლადეში, დაკა 📸 Mustasinur Rahman Alvi/Zuma/Rex/Shutterstock

დემონსტრანტები აქციას მართავენ, ისინი მოითხოვონ კანონის შეცვლას, რათა ნებადართული იყოს ევთანაზია.
ლონდონი, ინგლისი 📸 Tolga Akmen/AFP/Getty Images

ევროკავშირის ლიდერების სამიტი. ანგელა მერკელი ესალმება საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.
ბრიუსელი, ბელგია 📸 Reuters

სირიელი მხატვარი მუშაობს თიხის სკულპტურაზე, რომელიც ასახავს სირიის ქუჩას, რომელიც გაანადგურეს სამთავრობო ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა.
ვანვესი, საფრანგეთი 📸 Joel Saget/AFP/Getty Images

დღესასწაულის დროს კაცი განიბანება წმინდა აუზში.
ამრიცარი, ინდოეთი 📸 Narinder Nanu/AFP/Getty Images

სოტბის პერსონალი ბრილიანტის ლინზებიანი სათვალით. სათვალეები ისლამური სამყაროსა და ინდოეთის ხელოვნების მომავალი აუქციონის ნაწილია და სავარაუდოდ 1,5-2,5 მილიონი ფუნტი ეღირება.
ლონდონი, ინგლისი 📸Alberto Pezzali/AP

დართ ვეიდერის სახით ჩაცმული კოსპლეერი ესწრება MCM Comic Con-ის პირველ დღეს ExCel-ის ცენტრში.
ლონდონი, ინგლისი 📸Ian West/PA

ბავშვები არჩევენ გოგრას. ფერმაში ყოველწლიური ღონისძიება „აირჩიე შენი გოგრები“ ტარდება მთელი ოქტომბრის განმავლობაში, საზოგადოებისთვის დაახლოებით 450,000 გოგრა არის ხელმისაწვდომი.
კროული, ინგლისი 📸 Dan Kitwood/Getty Images

მზის ამოსვლისას წმინდა მარიამის შუქურა.
უიტლი ბეი, ინგლისი 📸 Owen Humphreys/PA

ხევსურეთის დაისი.
ხევსურეთი, საქართველო 📸 გოგა ჩანადირი