
PIA.GE წარმოგიდგენთ 26 მაისს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.
დალეკებში მსხდომი ადამიანები ყავით ხელში.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 James Manning
კლიმატის დამცველი აქტივისტები თავზე ნავთობს ისხამენ TotalEnergies-ის ყოველწლიურ შეკრებაზე.
პარიზი, საფრანგეთი 📸 Geoffroy van der Hasselt
პოლიციის უფროსი ბრაიან ო'ჰარა ხელს ართმევს აქტივისტს, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე, მისივე სახელობის მოედანზე მივიდა.
მინეაპოლისი, აშშ 📸 Abbie Parr
უკრაინელ სამხედროებს ფრონტის ხაზზე დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცის, ნიკოლას მაიმერის სასახლე მიაქვთ.
ბახმუტი, უკრაინა 📸 Reuters
ზღვის ფრინველები, სახელად ჩრდილოეთის განეტები, რომლებსაც მეცნიერების დასკვნით, ფრინველის გრიპისგან განკურნება შეუძლიათ, რის შემდეგაც, მათი თვალის ფერი კაშკაშა ლურჯის ნაცვლად შავი ხდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ დაავადება გადატანილი აქვთ.
ბას როკი, შოტლანდია 📸 Murdo MacLeod
ფილმის Perfect Days მსახიობი აოი იამადა წითელ ხალიჩაზე, კამერების წინაშე პოზირებს.
კანი, საფრანგეთი 📸 Valéry Hache
სიდნეიში ხანძრის შედეგად განადგურებული ბიზნეს-ცენტრი (შენობაში ცეცხლის გაჩენის შემდეგ, პოლიციას ორი 13 წლის მოზარდი ჩაბარდა).
სიდნეი, ავსტრალია 📸 Fire and Rescue NSW
თებერვალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ კარვებში მცხოვრები ბავშვები ეზოში თამაშისას.
კაჰრამანმარაში, თურქეთი 📸 Metin Yoksu
მოსწავლეები ჰანდანის ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო ბაზას სტუმრობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვირეულის ფარგლებში.
ქალაქი ჰანდანი, ჩინეთი 📸 Shutterstock
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილიდან სამი წლის თავზე მოწყობილ აქციაზე, ძალადობრივი პროტესტის მოტივით კაცი დააკავეს.
ნიუ-იორკი, აშშ 📸 Anadolu Agency
კანადური ბატი თავის წიწილებთან ერთად კალდერსტოუნების პარკის ტბაზე.
ლივერპული, ინგლისი 📸 Peter Byrne
დოვერის პორტში, მწკრივში მდგომი სატვირთო მანქანები.
დოვერი, ინგლისი 📸 Gareth Fuller
რუსეთის სამხედრო დარტყმის შედეგად განადგურებული კლინიკის შენობა.
დნეპრი, უკრაინა 📸 Dnipropetrovsk Regional Military
Jogyesa-ს ტაძარში, ლოტოსის ფანრებზე ბარათებს აკრავენ ბუდას დაბადების დღის აღსანიშნავად.
სეული, სამხრეთ კორეა 📸 Jung Yeon-Je
სპეციალურ დამცავ კოსტიუმში გამოწყობილი პოლიციელი კინოლოგი K9 Bentley-ის სადემონსტრაციო გამოსვლაზე.
ლოს ანჯელესი, აშშ 📸 Hans Gutknecht