მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელვისის ფესტივალი, სამარიელთა წირვა, ელიზაბეტ II-ის ბარბის თოჯინა - 21 აპრილის დღის ფოტოები

დღის ფოტოები მსოფლიოდან Pia.ge

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

Parkes Elvis-ის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ხუთი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ ემთხვევა ელვის პრესლის დაბადების თარიღს იანვარში, თუმცა 2022 წლის ღონისძიება გადაიდო Covid-19-ის შეზღუდვების გამო, სურათზე მყოფი ადამიანები სწორედ ამ ღონისძიებაზე მიდიან
სიდნეი, ავსტრალია📸Wendell Teodoro

ბარბის თოჯინა დედოფალ ელიზაბეტ II-ს მონარქის პლატინის იუბილეს აღსანიშნავად შექმნეს 
ლონდონი, ინგლისი📸Mattel

სამარიელთა თემის წევრები ესწრებიან რელიგიურ წირვას, რომელიც აღნიშნავს პასექის დასასრულს, გერიზიმის მთაზე, ქალაქ ნაბლუსის დასავლეთ სანაპიროზე
ნაბლუსი, დასავლეთ სანაპირო📸Alaa Badarneh

კარნავალი, რომელიც გადაიდო თებერვალში ომიკრონის გავრცელების გამო
რიო დე ჟანეირო, ბრაზილია📸Xinhua

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და მისი დანიელი კოლეგა მეტე ფრედერიკსენი ესაუბრებიან უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინას
ბოროდიანკა, უკრაინა📸მიგელ გუტიერესი

მანქანის ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში გზის პირას
ირპენი, უკრაინ📸Anadolu Agency

იანა ბაჩეკს უჭირავს მშობლების, ლუიბოვის და ვიქტორ გუბარევის ფოტო. ვიქტორი რუსეთის შემოჭრის დროს დაბომბვის შედეგად დაიღუპა
ხარკოვი, უკრაინა📸Alkis Konstantinidis

დამცავ კოსტიუმში გადაცმული ადამიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩაკეტილ ჭიშკარს გადის
შანხაი, ჩინეთი📸ენდრიუ გალბრეიტი

ლეტიცია ედვარდსი უყურებს ხედს ვესტმინსტერის სააბატოს ჰენრი VII სახურავიდან
ლონდონი, ინგლისი📸დომინიკ ლიპინსკი

ბორის ჯონსონი ესაუბრება ჟურნალისტებს ლონდონიდან ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე
ლონდონი, ინგლისი📸სტეფან რუსო