სხვადასხვა

ილუსტრაცია „პუტინის გასამართლება“ და ფოიერვერკი ავსტრალიის ცაზე - 12 მაისის გამორჩეული ფოტოები მსოფლიოდან

12 მაისი
1683913857
დაკოპირებულია

PIA.GE წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით 12 მაისს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

გრანდესკენ მიმავალ გზაზე, აშშ-ში გადასვლის მსურველები ერთმანეთს აწვდიან მცირეწლოვან ბავშვს. 
მატამოროსი, მექსიკა 📸 Joe Raedle

პროფკავშირის წევრი, გაფიცული მემანქანეების ფონზე მიმავალი ქალი.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Yui Mok

ექთანთა კორეული ასოციაციის წევრები ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიტინგს აწყობენ. 
სეული, სამხრეთ კორეა 📸 Jeon Heon-Kyun

ველომრბოლელ ქალთა შეჯიბრებაში დაწინაურებული სპორტსმენი, ბლანკა ვასი.
მარკინა-ქსემეინი, ესპანეთი 📸 Dario Belingheri

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი პრესკონფერენციაზე, რეპორტიორების კითხვებზე პასუხის გაცემისას. 
ვაშინგტონი, აშშ 📸 Nathan Howard

უკრაინელი გოგონა ვლადიმერ პუტინის გასამართლების საილუსტრაციო პლაკატის ფონზე (აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი რუსეთში უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადასახლების საქმეზე აქვს გაცემული).
კიევი, უკრაინა 📸 Sergei Supinsky

დრონებით, ხმოვანი გაფორმებითა და სინათლის შოუს საშუალებით გადმოცემული ულურუს და კალტუკაჯარას ისტორია.
ჩრდილოეთი ტერიტორია, ავსტრალია 📸 David Gray

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, შენობის ნანგრევებში მჯდომი ქალი.
ბეით-ჰანუნი, ღაზას სექტორი 📸 Mohammed Abed

დოლი პარტონი Academy Of Country Music Awards-ის 58-ე დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას.
ტეხასი, აშშ 📸 Theo Wargo

პოლიციელები ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს უმაღლეს სასამართლოში მისვლისას მიაცილებენ.
ისლამაბადი, პაკისტანი 📸 Aamir Qureshi

ემანუელ მაკრონის ვიზიტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილე. 
დუნკერკი, საფრანგეთი 📸 Sameer Al-Doumy

Silversea Silver Wind-ის საკრუიზო ლაინერი ლონდონის ტაუერის ხიდის ქვეშ გავლისას.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Yui Mok

ქანების ჩამოშლის საფთხის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ბრიენცი, შვეიცარია 📸 Denis Balibouse

ტყეში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცი ნაღმტყორცნიდან ესვრის რუსულ სამიზნეს.
ბახმუტი, უკრაინა 📸 Jose Hernandez

Eton-ის კოლეჯის სტუდენტები კრიკეტის მატჩის დროს.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Tom Jenkins

ზოოპარკის თანამშრომელს ხელში უჭირავს ახალშობილი არმადილოს უიშვიათესი, სამზოლიანი სახეობა. 
ვროცლავი, პოლონეთი 📸 Anadolu Agency

ხალხი ესწრება პარტია United Thai Nation-ის მიტინგს საყოველთაო არჩევნების წინ.
ბანგკოკი, ტაილანდი 📸 Reuters