სხვადასხვა

„ქართული ოცნების“ შეკრება, უკრაინის სახალხო დამცველის ჩამოსვლა, სააკაშვილის უარი სამედიცინო დახმარებაზე - 27 ოქტომბრის დღიური

PIA.GE-ს დღიური
1635366298
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრება გაიმართა

თავისუფლების მოედანზე მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და ასევე, რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

ამასთან, მმართველი გუნდის ინიციატივით ორგანიზებულ შეკრებას რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ 30 ოქტომბერს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

„კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის პერსონა

ციხეში სააკაშვილის სანახავად უკრაინის სახალხო დამცველი მივიდა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, უკრაინა სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებრივ მდგომარეობას გაეცნობა, რათა ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგას.

„გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ, რომ მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა დავრწმუნდე, რომ მას საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს.

ჩემი მიზანია გავარკვიო რამდენად არის დაცული მისი უფლებები აქ. გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც ქვეყანაში არ შემოუშვეს. გავარკვევთ, რამდენად არგუმენტირებული იყო ეს. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო ბატონ მიხეილს რა უნდა, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა ლუდმილა დენისოვა.

დღის ფრაზები

შოთა ბურჯანაძე:

„აუცილებლად შეიქმნება მწვანე ზონა, მიუხედავად იმისა, ვინმეს უნდა თუ არა ეს“

პაატა იმნაძე:

„აცრა უკვდავების წყარო არ არის“

ირაკლი ღარიბაშვილი:

სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა, გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია, რაც მთავარია, ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა“

მაქსიმ პერედინისი:

„მიხეილ სააკაშვილი ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებს“

ზაზა წერეთელი:

„კორონავირუსმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ქალის ნაყოფიერებაზე“

დღის კარგი ამბავი

სამგორის რაიონში 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

საცხოვრებელი ფართების დაკანონების დამადასტურებელი მოწმობები სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.

კახა კალაძემ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, დაკანონებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათივე რაიონის გამგეობებს მიმართონ.

„ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქონების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. 2 000-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დავუკანონეთ და ამ ადამიანებს სიხარული და ბედნიერება დავუბრუნეთ. დღეს მაქვს პატივი, სამგორის რაიონში კიდევ 57 ოჯახს გადავცეთ სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მივმართავ ასევე, ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინოთ საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად. 300 მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გვაქვს მთლიანობაში მსგავსი ოჯახებისთვის გადაცემული, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ცუდი ამბავი

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანაში მყოფი მძღოლი და მგზავრი კი, სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE შსს-ში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არკვევს.

დღის უცხოური ამბავი

ძლიერი წყალდიდობა იტალიაში - დატბორილია ქალაქი კატანია (ვიდეო)

იტალიის კუნძულ სიცილიის ქალაქ კატანიაში ძლიერ წვიმებს ქუჩების დატბორვა მოჰყვა. ამის შესახებ CNN იუწყება.

კატანიის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ქუჩა ვია ეტნეა მთლიანად დაიტბორა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, 3 დღეში რეგიონში 100-დან 150 მმ-მდე ნალექი მოვიდა.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, მათ ერთი კაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ასევე ერთი ქალი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დღის ფოტო

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კოლონები აქციაზე მიემართებიან

დღის ვიდეო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.