სხვადასხვა

მოდის კვირეული სან-პაულუში და იაგუარი წითელი ფლამინგოების ფონზე - 25 მაისის ფოტოები მსოფლიოდან

25 მაისი
1685039666
დაკოპირებულია

PIA.GE წარმოგიდგენთ 25 მაისს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს მსოფლიოდან.

თაყვანისმცემელი 83 წლის ასაკში გარდაცვლილი ტინა ტერნერის კერძო სახლთან, პატივს მიაგებს ლეგენდარული მუსიკოსის ხსოვნას.

  კუსნახტი, შვეიცარია 📸 Michael Buholzer

ტეხასში შეიარაღებული კაცის მიერ მეოთხე კლასის 19 მოსწავლისა და ორი მასწავლებლის მკვლელობის წლისთავზე, დაღუპულთა მეგობრებმა ოჯახის წევრებმა სანთლები დაანთეს.

უვალდე, აშშ 📸 Eric Gay

პოლიციელებს სამხედრო რეზერვისტები და სხვა ადამიანები გაჰყავთ, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აპროტესტებდნენ სასამართლო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს.

იერუსალიმი, ისრაელი 📸 Ohad Zwigenberg

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ITV-ის ამ დილის შოუში სტუმრობისას.

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Ken McKay

აქტივისტებმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს შტაბ-ბინის შენობაზე გიგანტური ბანერი გამოფინეს წარწერით Stop EU-Mercosur, რითაც აპროტესტებენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, რაც მათივე თქმით, „ბუნების, ფერმერებისა და ზოგადად ადამიანთა“ წინააღმდეგ არის მიმართული.

ბრიუსელი, ბელგია 📸 Thierry Monasse

სან-პაულუს მოდის კვირეულზე მოდელი დიზაინერ ისააკ სილვას ნამუშევარს წარადგენს შენობაში 9 de Julho, რომელიც უსახლკაროების მოძრაობას MSTC აქვს დაკავებული.

სან-პაულუ, ბრაზილია 📸 Amanda Perobelli

ოპოზიციის ლიდერის, ოსმან სანკოს მომხრეები აქციაზე ცეკვთა და სიმღერით აპროტესტებენ სასამართლო პროცესს, რომელზეც გაუპატიურებაში ბრალდებული ოპოზიციონერის საქმე განიხილება.

ზიგუინჩორი, სენეგალი 📸 Muhamadou Bittaye

ბიზნეს რაიონში ხანძრის შედეგად ჩამონგრეული კედელი. 

სიდნეი, ავსტრალია 📸 Dean Lewins

საზღვაო ქვეითები ერთობლივი ფოტოს გადასაღებად ემზადებიან „თაიმს სქვერზე“, ფლოტის კვირეულის ფარგლებში.

ნიუ იორკი, აშშ 📸 Bebeto Matthews

მაროკოელი რეჟისორი ესმი ელ მუდიერი თავისი ფილმის Kadib Abyad მსახიობებთან ერთად კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე.

კანი, საფრანგეთი 📸 Loïc Venance

მხატვარ Jasm One-ის ფრესკა სახელწოდებით Angele, რომელიც ღია ცის ქვეშ არსებული, მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმის (5 224 კვ. კმ.) ნაწილია.

სავიესი, შვეიცარია 📸 Gabriel Monnet

დრონები ცაზე გამოსახულებას ქმნიან მაროკოს დედაქალაქში, პროგრამის „აფრიკის კულტურული დედაქალაქის“ დასკვნით დღეს.

რაბატი, მაროკო 📸 Fadel Senna

იაგუარი და წითელი ფლამინგოები ბიომრავალფეროვნების და ადგილობრივი და ენდემური სახეობების დაცვისთვის შექმნილ ნაკრძალში.

მედელინი, კოლუმბია 📸 Luis Eduardo Noriega