სხვადასხვა

მოგუნდავე ბერები, ირმები დიდ ბრიტანეთში და სუმელას მონასტერი ტრაპიზონში - 24 იანვრის დღის ფოტოები

24იანვარი
1674587284
დაკოპირებულია

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 24 იანვარს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

ნადიმ ზაჰავი ტოვებს კონსერვატიული პარტიის სათავო ოფისს ვესტმინსტერში.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი📸Victoria Jones

სამართალდამცავებმა დააკავეს ეჭმიტანილი, რომელმაც კალიფორნიაში 7 ადამიანი  მოკლა.
აშშ📸ABC affiliate KGO

პალესტინელ სკოლის მოსწავლეს ხელში ყურანის ასლი უჭირავს. 21 იანვარს, სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს, დანიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, ლიდერმა, რასმუს პალუდანმა დაწვა ყურანის ასლი.
ღაზა ქალაქი, ღაზას სექტორი📸Mohammed Saber

დაცვის თანამშრომელი რეპეტიციის დროს თანამშრომელს უნიფორმას უსწორებს.
ბანგალორი, ინდოეთი📸Jagadeesh Nv

მოდელები პარიზის მოდის კვირეულზე.
პარიზი, საფრანგეთი📸François Durand

დიდთოვლობის დროს იტალიაში ბერები გუნდაობენ. 
ასიზი, იტალია📸Sala Stampa Sacro Convento Assisi

ელტონ ჯონი გამოდის Orangetheory სტადიონზე.
კრაისტჩერჩი, ახალი ზელანდია📸Rob Ball

ძლიერი თოვლის შემდეგ მანქანები ფრთხილად მოძრაობენ.
გვანგჯუ, სამხრეთ კორეა📸Yonhap

სუმელას მონასტერი ტრაპიზონში ზამთრის სეზონზე ღამით განათებულია. მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ტრაპიზონი, თურქეთი📸Anadolu Agency

ირმები მდელოზე მზის ამოსვლისას, დიდ ბრიტანეთში.
ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი📸Ben Birchall

მგზავრები ქარბუქის დროს მიდიან ჯეჯუს საერთაშორისო აეროპორტისკენ.
სამხრეთ კორეა📸Yonhap

გომბორის ღამის ზღაპარი.Gombori night cold.
საქართველო📸Shermazana