მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუღალის ბაღი, დახურული საშობაო ბაზრობა და ფრანგი ადამიანი ობობა - 23 ნოემბრის მსოფლიო ფოტოებში

23 ნოემბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 23 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

მდგრადი ნაძვის ხეები. ხეები ირგვება შობის შემდეგ იანვარში და იზრდება სასუქების, ქიმიური პესტიციდების გარეშე.
ბარნეველდი, ნიდერლანდები📸Koen van Weel/EPA

ჩამსხვრეული მინა ავტობუსის გაჩერებაზე. სამთავრობო შეზღუდვების გამო პროტესტის შემდეგ ხალხმა ტერიტორია დაარბია.
გრონინგენი, ნიდერლანდები📸Corne Sparidaens/EPA 

მოცურავე ლიაონინგის პროვინციაში მდებარე პარკში  ნაწილობრივ გაყინულ ტბაში ცურავს. 
შენჯანგი, ჩინეთი📸AFP/Getty Images

კორონავირუსის პანდემიის დროს ავტობუსის მგზავრები სახის პირბადეებს ატარებენ.
ყაზანი, რუსეთი📸Artem Dergunov/Reuters

ჩოგბურთელი პენგ შუაი, ხელს აწერს ჩოგბურთის დიდ ბურთებს Fila Kids Junior Tennis Challenger Final-ის გახსნის ცერემონიაზე.
პეკინი, ჩინეთი📸Twitter.com/QingQingParis/Reuters

გოგონების ჯგუფი რეაგირებს მას შემდეგ, რაც ბრაზილიის კორინთიანსმა დაამარცხა კოლუმბიის გუნდი, გრან პარკის ცენტრალურ სტადიონზე.
მონტევიდეო, ურუგვაი📸Eitan Abramovich/AFP/Getty Images

CBI-ის პრეზიდენტი კარან ბილიმორია და სერ კირ სტარმერსი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Advanced-ის ოფისებში.
ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი📸Jacob King/PA

ბორის ჯონსონი უყურებს ახალ ელექტრო შატლის ავტობუსს, როდესაც ის CBI-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლის შემდეგ  ტერიტორიას ტოვებს.
ტაინის პორტი, სამხრეთ შილდსი📸Owen Humphreys/PA

ქლოე გამოდის სცენაზე 2021 წლის ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების დროს ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში.
კალიფორნია, აშშ📸Kevin Winter/Getty Images for MRC

პუერტო რიკოელი მომღერალი ბად ბანი გამოდის სცენაზე American Music Awards-ზე ლოს ანჯელესში.
კალიფორნია, აშშ📸American Broadcasting Companies,/AFP/Getty Images

ოფიციალური პირები მუშაობენ ავტობუსის აფეთქების ადგილზე, რომლის დროსაც სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა.
ბოსნეკი, ბულგარეთი📸Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

 წყალდიდობა კოლუმბიის ფერმაში, წყლით დაფარულია სახლი და ბეღელი.
Abbotsford, კანადა📸Darryl Dyck/AP

ჯო ბაიდენი  სამხედრო პერსონალს და მათ ოჯახებს ჩრდილოეთ კაროლინაში მადლიერების დღის ღონისძიებაზე უერთდება.
ფორტ ბრეგი, აშშ📸Leah Millis/Reuters

საშუალო სკოლის მოსწავლეები ელიან „ფაიზერის“ ვაქცინის დოზის მიღებას.
ჰანოი, ვიეტნამი📸Luong Thai Linh/EPA

კაცი გადის დახურულ საშობაო ბაზრობას წმინდა სტეფანეს ტაძრის გვერდით.
ვენა, ავსტრია📸Vadim Ghirdă/AP

Coldplay და BTS  ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე მაიკროსოფტის თეატრში კალიფორნიაში.
ლოს ანჯელესი, აშშ📸Mario Anzuoni/Reuters

ყასაბები ისვენებენ სმიტფილდის ბაზრის გარეთ, გაერთიანებული სამეფოს ხორცის უდიდესი საბითუმო ბაზრის გარეთ.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი📸Hannah McKay/Reuters

არი ლევი, არქეოლოგი, ფლობს წმინდა ვერცხლისგან დამზადებულ უძველეს შეკელის მონეტას, რომელიც გამოიყენებოდა იერუსალიმში ვაჭრობისთვის დაახლოებით 2 000 წლის წინ.
იერუსალიმი, ისრაელი📸Abir Sultan/EPA

მეორადი მანქანები საჯარიმოზე. დაბინძურების შემცირების მცდელობის მიზნით მანქანების მზარდი რაოდენობა ან იშლება ან გადამუშავდება.
კაირო, ეგვიპტე📸Khaled Elfiqi/EPA

ფრანგი ურბანული მთამსვლელი ალენ რობერტი, რომელიც ცნობილია როგორც ფრანგი ადამიანი ობობა, 154 მეტრის სიმაღლის Skyper-ის შენობაზე ადის.
ფრანკფურტი, გერმანია📸Thomas Lohnes/AFP/Getty Images

მუღალის ბაღი დაფარულია ჩინარის ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლებით.
სრინაგარი, ქაშმირი📸Anadolu Agency/Getty Images

გახსოვდეს! ზოგი მიდის, ზოგი მიფრინავს, ზოგიც მიბაჯბაჯებს. მთავარი ერთია, არასოდეს გაჩერდე, როცა მიზნისკენ, ან ახალი სასუსნავისკენ ისწრაფვი
საქართველო📸დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)