სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია - 18 ოქტომბრის დღიური

დღიური
1634586857
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოვიდა

18 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა.

ვიზიტის მთავარი მიზანია, კავშირები განამტკიცოს ქვეყნებთან, რომლებზეც ზეწოლა აქვს რუსეთს და მადლობა უთხრას მათ ავღანეთის მისიაში გაღებული წვლილისთვის.

„საქართველოში ჩამოვფრინდი. აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა twitter-ის გვერდზე დაწერა.

ქართველმა და ამერიკელმა კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

იხილეთ აგრეთვე:

👉ირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს: თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია

👉ლოიდ ოსტინი: საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს აშშ-ს და ჩვენს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად

👉აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

დღის პერსონა

„კლინიკებში ძალიან გართულდება პაციენტების მოთავსება - რესურსი ლიმიტირებულია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„იმუნური ფენის შესაქმნელად ჩვენ გვჭირდება კიდევ მილიონ ნახევარი ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე“ - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მან ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა ბევრად უფრო მაღალი ნიშნულიდან იწყება, ვიდრე ეს აგვისტოში იყო.

„ამის მოლოდინი არსებობს, ვირუსთან დაკავშირებით არაფერი გამორიცხული არ არის. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 000-ზე მეტია. ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად ძალიან გართულდება ახალი პაციენტების მოთავსება კლინიკებში.

საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსიც ჩვენ ვიცით, არის, ლიმიტირებულია და უსასრულოდ არ შეუძლია ქვეყანას ახალი პაციენტები მიიღოს. ამისთვის საველე ჰოსპიტალია და თქვენ იცით, იქ როგორი სამედიცინო მომსახურების ხარისხია და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის იმას, რაც ვირუსის ტალღასთან არის დაკავშირებული.

გვაქვს ულიმიტო შესაძლებლობები ადამიანებს სიცოცხლის გადამრჩენი, საპრევენციო პრეპარატი შევთავაზოთ რომელსაც ჰქვია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სრული სპექტრული არჩევანია და ვაქცინების არავითარი დეფიციტი არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი აცრაა, ერი-ბერი ერთად უნდა დადგეს, მეტი ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 2 374 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 664 813-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 614 885 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 510 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📢„საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

📢„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

📢ჯანმოს მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის

დღის ფრაზები

ბენ ჰოჯესი:

„ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია“

უკრაინელი ექსპერტი:

„თუ სააკაშვილის სასამართლო რეფორმა წარმატებული იყო, ახლა შეუძლია, ეს საკუთარ თავზე გამოსცადოს“

ლოიდ ოსტინი:

„მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, კვლავ დავუდასტურო საქართველოს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“

ანტონიო გუტერესი:

„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს“

ბიძინა კულუმბეგოვი:

„კლინიკებში ძალიან გართულდება პაციენტების მოთავსება - რესურსი ლიმიტირებულია“

ამირან გამყრელიძე:

„საავადმყოფოში ვინც წევს, 95% აუცრელია“

ეკატერინე ტიკარაძე:

„ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს“

თენგიზ ცერცვაძე:

„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია!“

გია ხუხაშვილი:

„ვინც დაზარალდა სააკაშვილის მხრიდან, იმ ხალხმა ხომ უნდა იგრძნოს, რომ სააკაშვილმა მოინანია?!“

დღის კარგი ამბავი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ერთადერთი სეტი. ქართველი ჩოგბურთელი 1000-იანი მასტერის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში, 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1000-იანი მასტერსის ფინალში ითამაშა.

პირველი სეტი ზუსტად ნახევარი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 6:3 მოიგო. შედეგად, ჩემპიონობისკენ პირველი სოლიდური ნაბიჯი გადადგა და გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის იდეალურად არ დაწყებულა. პირველი ბრეიკი ნორის იყო, რომელიც 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მერე 29 წლის ჩვენებური შეუჩერებელი იყო, ზედიზედ ორი ბრეიკი მიითვალა, მიჯრით 5 გეიმი მოიგო და სეტში 6:3 იმარჯვა!

მეორე სეტში გამარჯვება უკვე ბრიტანელ ჩოგბურთელს დარჩა, რომელმაც 42 წუთში 6:4 მოიგო. არადა, თავიდან ნიკოლოზისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და პირველი ბრეიკი მიითვალა, რითაც 2:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა, თავად ორჯერ დაბრეიკდა და ანგარიში გათანაბრდა. უნდა ითქვას, რომ პირველი სეტისგან განსხვავებით, მეორე სეტში ქართველი საკუთარ ჩაწოდებაზე დომინანტი და ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ იყო.

შეასრულა და სეტში 3:0 დაწინაურდა, რამაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. ბასილაშვილს 0:2-ზე შეეძლო უკუბრეიკის გაკეთება, მაგრამ სამმაგი ბრეიკპონტი გაანიავა და გეიმი მაინც წააგო. ეს გარდამტეხი მომენტი იყო და ნიკოლოზმა თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა - სეტი 1:6, ხოლო შეხვედრა საათსა და 51 წუთში, 6:3, 4:6, 1:6 წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი და 23 ვინერსი მიითვალა, ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ უნებლიე შეცდომა 49 ჰქონდა. რაც შეეხება ნორის, მან 1 ეისი მიითვალა, 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 10 ვინერსი და 25 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალამდე კრისტოფერ ეუბანკსი (6:4, 6:3), ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (4:6, 7:6, 6:2), რუსი კარენ ხაჩანოვი (6:4, 7:6) და რეიტინგის მესამე ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6:4, 2:6, 6:4) და ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:3) დაამარცხა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 510 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა.

დღის ცუდი ამბავი

თბილისში ქალი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე გვიან ღამით ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ესროლეს.

თვითმხილველებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. ქალს მკვლელმა 10-მდე ტყვია ესროლა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი არ იყო საქართველოს მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში PIA.GE-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

დღის უცხოური ამბავი

საფრანგეთის პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომელშიც ქართველებიც არიან

საფრანგეთის პოლიციამ, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომელიც ქართულ და სომხურ დაჯგუფებებთან არის დაკავშირებული. შესაბამის ინფორმაციას ტვიტერში საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.

ჟანდარმერიის ინფორმაციით, საერთო ჯამში 37 ადამიანია დაკავებული. ისინი სიგარეტის კონტრაბანდით და მოპარული ავტომობილების ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები. პოლიციამ ჩხრეკა 61 ობიექტში ჩაატარა.

ოპერაცია ქალაქ ამიენის ჟანდარმერიამ და დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ ჩაატარა. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დაჯგუფებას კავშირი აქვს „რუსულენოვან მაფიასთან“.

დღის ფოტო

ლაგოდეხის ეროვნული პარკი

ფოტოს ავტორია 📸 irakli melikhidze

დღის ვიდეო

კანცელარიასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - 2 პირი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან წინ სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, ისინი ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

აქციაზე სამართალდამცველებმა ორი აქტივისტი ნიკა ნარსია და ოთო გურგენიძე დააკავეს.

„დღევანდელი აქციის მიზანს წარმოადგენს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება ჩვენ ვართ მოძრაობა მიშას თავისუფლებისთვის, არანაირ სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია ნიკა ნარსიას ვერ შეაშინებენ“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ

ერთ-ერთი აქციის მონაწილე აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან მითითება და გაფრთხილება არ ყოფილა - ისე დააკავეს ნიკა ნარსია.

„ნიკა ნარსია გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ აპირებდა „სტენსილების დაწერას“, დაწყებული არ ჰქონდა, რომ გაფრთხილებულიც არ ჰყავდათ ის სამართალდამცველებს, რომ დააკავეს“ - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
1638770790
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის საავადმყოფო

იორდანიაში კოვიდინფიცირებულის არასწორად მკურნალობის გამო ჯანდაცვის 5 მ...

იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაცი...
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.