სხვადასხვა

რეგისტრაცია დაიწყო - რა ვაკანსიებია გერმანიაში?

გერმანიაში დასაქმება
1613383651
დაკოპირებულია

დღეიდან გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

მსურველებისთვის დასაქმების ბაზა უკვე გახსნილია.

გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს 3 თვიანი ლეგალური დასაქმება შეეძლებათ.

„სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან არის შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.

ვაკანსიების ჩამონათვალია:

✅კულტივაცია

✅მცენარეების დარგვა (დათესვა)

✅მცენარეების გაზრდა ყურძნის გასხვლა მიწის კულტივაცია

✅დამუშავება ყურძნის მოსავლის აღება სატაცურის მოჭრა კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა)

✅ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა)

✅ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა)

✅სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა საწყობში მუშაობა

✅პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება

✅პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა

✅საწყობში მუშაობა

ინფორმაციისთვის, გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი

იხილეთ აგრეთვე:

დღეიდან გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია იწყება