მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი სასამართლოზე, დაკავებები აღმაშენებლის ხეივანზე, შახტში დაშავებულის გარდაცვალება - 29 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 

დღის მთავარი ამბავი

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს. 

პირდაპირი ეთერის სიგნალი მხოლოდ „პირველი არხს“ ჰქონდა, რომელიც სხვა ტელევიზიებიც აიღეს.

სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში გაშვება სურდა ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიასაც.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 15 პირი დააკავეს

დღის ფრაზები

ნიკა გვარამია:

„თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე“ 

ბექა ბასილაია:

„მიხეილ სააკაშვილის ამ ფორმით წარმოდგენა ქართული ისტორიის სირცხვილია“ 

ალეკო ელისაშვილი:

„სააკაშვილს ერთი ნატამალი სინანულიც არ წამოსცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას“ 

თაკო ჩარკვიანი:

„ბრავო სააკაშვილი, ბრავო და ბრავო!“ 

მიხეილ სააკაშვილი:

„მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ 

დღის პერსონა

„არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

„მინდა მოგმართოთ ქართველ ხალხს და დაგისვათ კითხვა, რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ტყვედ აყვანის წინ და ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი და მოღუშული, ფაქტობრივად არ იღიმება, მინდა გკითხოთ ჩემო საყვარელო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა, ტემპი რაიონული განვითარების, სიახლე და აღმშენებლობა სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ მოგენატრათ, ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“, - ასე დაიწყო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვის სიტყვა. 

„მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ დღეს სასამართლო და საქართველოში. იცით, რომ ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება. ახლა უკვე ორი თვეა არ შეკრებილა. და ამ საბჭოში შედიან უკრაინის პრეზიდენტი, გენერალური პროკურორი, ყველა მინისტრი და საბჭო დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს.

ჩემი მომზადებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო უკრაინის რადამ, მაგალითად მიწის საკუთრებისა და სამშენებლო ნებართვების შესახებ კანონი, რომელშიც ძალიან დიდი კორუფციაა და ახლა წამოსვლის წინ დავუტოვე ისეთი მნიშვნელოვანი უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების შესახებ აქტი და ასევე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი.

უკრაინაში მეკავა მაღალი თანამდებობა. IPSOS-ის გამოკითხვით ვიყავი პირველ ადგილზე, ვის ხილვას ხალხი ისურვებდა უკრაინის პრემიერ-მინისტრად და მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი ამ პოსტზე უკრაინის პრეზიდენტად პოროშენკოს ყოფნის დროს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის კარგი ამბავი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.01 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4849 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4931 ლარს
შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0085 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2441 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1204 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ნოემბრიდან შევა ძალაში

დღის ცუდი ამბავი

ტყიბულში ქვანახშირის კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 

ექიმების თქმით, ტურძილაძის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისთანავე კრიტიკული იყო. 

დღის უცხოური ამბავი

პანდემიის გამო მსოფლიოში ტურიზმის ბიზნესი 2 ტრილიონ დოლარს დაკარგავს - გაერო

დღის ფოტო

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილთან ერთად სასამართლო პროცესზე

დღის ვიდეო

აღმაშენებლის ხეივანში გზაზე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა