მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკოორდინაციოს გადაწყვეტილებები, გერმანიის მომავალი კანცლერი და ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი - 24 ნოემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
რეგულაციები რომლებიც 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

კერძოდ, 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები დაინერგება, რასაც რესტორნების მუშაობის გრაფიკში ცვლილებები უკავშირდება:

👉 რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.

👉  თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50% მდე გაიზრდება

👉 საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

აგრეთვე წაიკითხეთ:

კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა იზრდება

რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს მწვანე სტატუსით მიიღებენ, მუშაობის საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება - გიორგი ღიბრაძე

დღის პერსონა
„ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

პარლამენტის დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, რომელიც ჯერ არ არის ამუშავებული.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამბები, პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება.

„მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა პოლიტიკური მდგენელი ქვეყანაში. აქამდე არჩევანს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე თამაშობდა ხელისუფლება, არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია, ოპოზიცია პოსტფაქტუმ მოქმედებდა. ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა.

დილით, როცა საქართველოს მოსახლეობა ტელევიზორს რთავს, იღებს ინფორმაციას არა კოვიდის ოდენობის, არამედ მიშას მდგომარეობის შესახებ.

დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა. დასავლეთი ახლა არის ფაქტის წინაშე, სააკაშვილმა დიდი პროცესი შექმნა. ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება. დასავლეთი არის უკანჰ დახევის რეჟიმში. ამიტომაც ვამბობ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი საქართველოში, ერთადერთი არის მიხეილ სააკაშვილი.

მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, ჯერ არ აქვს ამუშავებული. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, სააკაშვილი აქ არავის რჩევით არ ჩამოსულა. ამ ხელისუფლებას გაუშვებს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს ვინმე ციხის კარს კი არ გაუღებს ან კედელს კი არ გამოუნგრევს, თვითონ გამოვა, თვითონ გამოანგრევს იმ ციხის კარს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე თემაზე:

🔴 „ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“ - ლომჯარია

🔴 სააკაშვილი საქართველოს „ჩაუდეს“ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - დიმიტრი ტარანი

დღის ფრაზები

გუბაზ სანიკიძე:

„ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“

ამირან გამყრელიძე:

„ანტივაქსერები ფაშისტს მეძახიან“

გიორგი ღიბრაზე:

„კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება“

მარინა კალიურანდი:

„ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“

„იმედი მაქვს, სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება“

მამუკა ხაზარაძე:

„გადაუდებლად მიმაჩნია საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება“

ლიზა იასკო:

„გრძელდება ბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად და გასათავისუფლებლად“

გიორგი ფხაკაძე:

„ფაქტია, რომ საღი აზრი აღარავის აღარ დარჩა“

დღის კარგი ამბავი
კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნება - გიორგი ღიბრაძე

კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე, თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 როგორ მიიღებენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს?

🔴 სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?

დღის ცუდი ამბავი
გლდანის ციხეში პატიმრის ცხედარი იპოვეს

გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუდასტურეს. 

უკრაინის მოქალაქე უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები ამ წუთებში ციხის პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

Nმე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის ადვოკატიც მივიდა.

„დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახურიდან და  მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეგორ გრეგორენკო გარდაიცვალა და მეკითხება ასეთ რაღაცას, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო. ვითხოვე, რომ მოეცათ ჩემთვის ნება, შევსულიყავი და დავსწრებოდი დათვალიერებას. შემოვედი, ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო. იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ პატიმარს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს“, - აცხადებს  პატიმრის უფლებადამცველი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

დღის უცხოური ამბავი
ოლაფ შოლცი მომავალი კანცლერი იქნება - გერმანიის კოალიციის შეთანხმება

გერმანიის ბუნდესტაგში სამმა პარტიამ კოალიცია შექმნა და ქვეყნის მომავალ კანცლერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამ თანამდებობას სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი დაიკავებს.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მმართველ კოალიციაში სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია და თავისუფალი დემოკრატიული პარტია შევლენ. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობაში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წევრებიც შევლენ, რომლებმაც სექტემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავეს.

ამჟამად კანცლერის მოვალეობას ჯერ კიდევ ანგელა მერკელი ასრულებს, რომლის პარტია არჩევნებში დამარცხდა. მერკელი გერმანიის კანცლერი 2005 წლიდან იყო.

ოლაფ შოლცი 2018 წლიდან გერმანიის მთავრობის ვიცე-კანცლერის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

დღის ფოტო

გერგეტის სამების ულამაზესი გზა.
საქართველო📸Kazbegi Love / Georgia

დღის ვიდეო


თბილისში, მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში ცხვარი დაკლეს.