სხვადასხვა

შეიძინე კონდიციონერები Extra.ge-ზე

კონდიციონერის მოხმარება
1658408786
დაკოპირებულია

მართალია, ზაფხული ჯერჯერობით გრილი ამინდებით „გვაწონებს“ თავს, მაგრამ სინოპტიკოსები ივლის - აგვისტოში პაპანაქება სიცხეს გვპირდებიან, მეტიც, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის პროგნოზიც კი გაკეთდა მათი მხრიდან.

წელიწადის ცხელი სეზონის შემოტევას რომ მომზადებულები დავხვდეთ, აქედანვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა კონდიციონერზე, რომელიც მარტივად გადაგვატანინებს  ზაფხულის სიცხეებს.

საუკეთესო ადგილი კონდიციონერის შესარჩევად ონლაინ მოლი Extra.ge გახლავთ, რადგან აქ წარმოდგენილია კონდიციონერების ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომ ფასად.

Midea, Panasonic, Samsung, Gornje, Hyundai, Hisense, Beko, Tcl, Vox ჩამოთვლილი ბრენდების მიერ წარმოებულ კონდიციონერებს ექსტრაზე, მახასიათებლების დეტალური აღწერილობით ნახავთ, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად გააკეთოთ არჩევანი. კითხვების გაჩენის შემთხვევაში  ონლაინ კონსულტანტი ყველანაირ თემაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ და დაგეხმარებათ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი.

კონდიციონერების ფასზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს, ერთ-ერთი გამორჩეულად საყურადღებო საკითხი მისი ენერგოეფექტურობაა. ინვენტორული კონდიციონერები ძალიან ეკონომიურია, თუმცა ყიდვისას მისი ფასი ჩვეულებრივთან შედარებით ცოტა მაღალია, სამაგიეროდ, ელექტროენერგიის გადასახადს დაზოგავთ მასზე არჩევანის შეჩერებით.

ინვენტორული კონდიციონერი მითითებული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ არ ჩერდება, მუშაობს დაბალ ბრუნვაზე, იყენებს აუცილებელ სიმძლავრეს და 15-50%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას წვავს. ჩვეულებრივი კი - ტემპერატურის შენარჩუნებისთვის გამუდმებით ითიშება და ირთვება, რითაც ზრდის ელ.ენერგიის მოხმარებას და შესაბამისად ხარჯსაც.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ კომპრესორის ცვეთასა და მწყობრიდან გამოყვანას კონდიციონერის გამუდმებით ჩართვა-გამორთვა იწვევს. ინვენტორულ კონდიციონერს, რომელიც გამუდმებით მუშაობს ეს არ ემუქრება და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამართულად მოგემსახურებათ.

ექსტრაზე სხვადასხვა საფასო კატეგორიის კონდიციონერებია წარმოდგენილი. ფასები 800 ლარიდან იწყება და რეჟიმების, ფართისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების ხარჯზე 3-4 ათასამდე ადის. კარგი ისაა, რომ შესაძლებელია ონლაინ განვადებით სარგებლობა. სახლიდან გაუსვლელად ავსებთ  განვადებას სასურველ ბანკსა თუ საფინანსო ორგანიზაციაში და დამტკიცების შემთხვევაში ელით ექსტრას კურიერებს კონდიციონერთან ერთად.

ექსტრაზე შემოთავაზებულ კონდიციონერის ზოგიერთ მოდელს უფასო მონტაჟი მოჰყვება საჩუქრად, რაც ძალიან კარგი შეღავათია როგორც ფინანსური, ასევე დროის თვალსაზრისით. ხარისხიანი მონტაჟი კონდიციონერის გამართულად მუშაობას განსაზღვრავს, არასწორად დამონტაჟებული კონდიციონერი, მის არასრულფასოვან მუშაობას და საბოლოო ჯამში მწყობრიდან გამოყვანას განაპირობებს, ამიტომ, ეს საკითხი ყოველთვის პროფესიონალებს უნდა ანდოთ.

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ კონდიციონერი ექსტრაზე არის მიტანის უფასო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, თქვენ იძენთ ონლაინ, ექსტრას კურიერებს კი მოაქვთ იქ სადაც გაგიხარდებათ.

ეწვიეთ საიტს Extra.ge და შეარჩიე კონდიციონერი ზაფხულის გრილად გასატარებლად.