მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიძინე სამზარეულოს ტექნიკა Extra-ზე

სამზარეულოს ტექნიკა ექსტრა.ჯი-სგან

თანამედროვე, მულტიფუნქციური ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო ყველა  დიასახლისის ოცნებაა. ამით საქმე იოლდება, ბევრად უფრო გემრიელი გამოდის კერძები და კულინარიული „ომების“ მოწყობის შემდეგ დალაგებაც ბერვად მარტივდება.

თქვენი სამზარეულო რომ უფრო კომფორტული გახადოთ, ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი Extra.ge გთავაზობთ სამზარეულოს ტექნიკის ფართო ასორტიმენტს. ბრენდების, მწარმოებელი ქვეყნის და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ, ის რაც გაგიხარდებათ და რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ სამზარეულოში.

რა თქმა უნდა, ცხობა მაშინ უფრო სახალისოა, როცა გაქვს კარგი ელექტრო ღუმელი, მიქსერი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც „ერთი ხელის მოსმით“ რეცხავს ჭუჭყიან ჭურჭელს დიასახლისის ძალისხმევის გარეშე.

მაცივარი, გაზქურა და გამწოვი - იმ აუცილებელ ნივთებს შორისაა, რომლის გარეშეც სამზარეულოს არსებობა წარმოუდგენელია, მათი შერჩევა ფერის, დიზაინის, მოცულობის მიხედვით ექსტრაზე ძალიან მარტივია.

გარდა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა, არანაკლებ საყურადღებოა წვრილი ტექნიკაც. ჩაიდნისა და ტოსტერის გარეშე მოკლე დროში საუზმის მომზადება ძალიან რთული იქნებოდა. ბლინის ტაფა, ყავის საფქვავი, წვენსაწური, ჩოფერი, გრილი - ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად, სამზარეულოს სასწორი - კალორიების დასათვლელად და არამარტო ამისთვის, ორთქლსახარში ქვაბი, ფრის აპარატი და კიდევ ბევრი საჭირო ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ექსტრაზე კატეგორიაში - სამზარეულოს ტექნიკა.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებს სხვადასხვა ბრენდები წარმოადგენენ, აქ ნახავთ - Bosch, Samsung, Philips, Beko, Midea, Toshiba, Sokany, Franko, Arnica და ბევრი სხვა ცნობილი ბრენდების ნაწარმს, რაც გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას.

რატომ Extra?

უპირველესად იმიტომ რომ გამოცდილებამ და ყოველდღიურად მზარდმა მომხმარებელთა რაოდენობამ Extra.ge - ის მიმართ ჩამოაყალიბა ნდობა. საზოგადოება უკვე კარგად იცნობს ექსტრას ხარისხს და მომსახურებას.

ასორტიმენტის მრავალფეროვნება ის მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანს აღარ უჩნდება სურვილი იაროს მაღაზიიდან მაღაზიაში ფეხით, ათვალიეროს პროდუქტები და იდგეს რიგებში. ან რა საჭიროა, ასეთი წვალება, როცა შესაძლებელია, კომპიუტერთან დასხდეთ და მშვიდად, თქვენთვის მოსახერხებელ დროს მოძებნოთ ის, რისი ყიდვაც ძალიან გინდათ. ექსტრას ონლაინ მაღაზია არასდროს იკეტება, 24 საათის განმავლობაში აძლევს მსურველს საშუალებას, შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

გამართულად აწყობილი მიწოდების სერვისი დაგვიანების გარეშე გაბარებთ შენაძენს წინასწარ განსაზღვრულ დროში, შესაბამისად  თქვენ არ გიწევთ ფიქრი ტრანსპორტირებაზე, მხოლოდ ელოდებით კურიერს, რომელსაც უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოაქვს თქვენი ნივთი(ები).

Extra.ge ონლაინ შოპინგის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.