სხვადასხვა

წიგნი-სკამები ყაზბეგის გამზირზე, სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მართვის მოწმობის მისაღები განახლებული მანქანები - 26 ოქტომბრის დღიური

დღიური
1635278773
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ამბავი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ სამდივნოში სრული პაკეტი წარადგინა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება.

მისი თქმით, NCDC-მ სამდივნოში სრული პაკეტი უკვე წარადგინა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით და ვნახოთ, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი რეგულაციები.

მე აღმინიშნავს, რომ სავალდებულოობა რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე, როგორც ერთი ექიმი, ამირან გამყრელიძე, ამას ვემხრობი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 10 დღის განმავლობაში უნდა იყოს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კოვიდის შემდეგ უძილობა - დაავადების ფსიქოლოგიური შედეგები

👉 „რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 „სავალდებულო ვაქცინაციას არ ვეთანხმები“ - ეკატერინე ტიკარაძე

დღის პერსონა

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანაზე უარს აცხადებს

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

სააკაშვილის თქმით, ურჩევნია დარჩეს იქ, სანამ არსებულ ვითარებას არ დაასრულებს ან მისი გარდაცვალება ან თავისუფლება.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. მირჩევნია დავრჩე იქ სადაც ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიას წაუკითხა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე 👇

👉 „სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია“ - კალაძე

👉 „მარგველაშვილი ნამდვილად არ არის სააკაშვილის მხარდამჭერი, მაგრამ ძალიან ღირსეულად იქცევა“ - ხოშტარია

👉 „პენიტენციური საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს“ - ტიკარაძე

დღის ფრაზები

ეკატერინე ტიკარაძე:

„პენიტენციური საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს“

ანა დოლიძე სააკაშვილის ადვოკატებს:

„სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“

კახა კალაძე:

„სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია“

ელენე ხოშტარია:

„მარგველაშვილი ნამდვილად არ არის სააკაშვილის მხარდამჭერი, მაგრამ ძალიან ღირსეულად იქცევა“

ექიმი ლევან ფერაძე სააკაშვილზე:

„26 დღის ნაშიმშილარი ადამიანი ჩვეულებრივი პაციენტი არ არის, ნებისმიერ დროს შეიძლება ინსულტი განვითარდეს“

დღის კარგი ამბავი

მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები საგამოცდო მანქანები განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.

მომსახურების სააგენტომ, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, სადაც პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური
სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა.

2021 წლის დასაწყისში, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში ჩანაცვლდა ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, ცოტა ხნის წინ კი ავტოპარკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა.

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციით 43 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 3 953 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 698 944-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 639 564 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 831 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.97%.

ამავე თემაზე 👇

👉 კოვიდის შემდეგ უძილობა - დაავადების ფსიქოლოგიური შედეგები

👉 „რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე

👉 „ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან“ - ამირან გამყრელიძე

დღის უცხოური ამბავი

„დიპლომატებმა სერიოზული გაკვეთილი მიიღეს“ - ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნიდან 10 სახელმწიფოს ელჩს აღარ გააძევებს. ამის შესახებ france24.com იუწყება.

ელჩების შესაძლო გაძევების შესახებ ერდოღანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დიპლომატებმა ციხეში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. მოგვიანებით კი ელჩებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ ისინი პატივს სცემენ გაეროს კონვენციას, რომლის მიხედვით დიპლომატები მიმღები ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევიან.

როგორც ერდოღანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელჩებმა გაკვეთილი მიიღეს და მომავალში უფრო ფრთხილები იქნებიან.

„ჩვენი ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ კრიზისი შევქმნათ, არამედ ვიცავთ ჩვენს ღირსებას, პატივს და სუვერენულ უფლებებს“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დიპლომატიური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას აშშ-ის, გერმანიის და კიდევ 8 ქვეყნის საელჩოებმა სამოქალაქო აქტივისტის ოსმან კავალას ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. კავალა 4 წლის განმავლობაში ციხეში სასამართლოს განაჩენის გარეშე იმყოფება. ის 2014 წელს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტების დაფინანსებაში და 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობაშია ბრალდებული.

ელჩებთან დაკავშირებული კრიზისი თურქული ლირის კურსზეც აისახა. 1 აშშ დოლარის ფასი ამჟამად 9,6 ლირას შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 ალიევმა და ერდოღანმა ყარაბაღის მიმდებარედ ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

👉 ავღანეთს მასიური შიმშილი ემუქრება, ქაბულში შიმშილისგან 8 ბავშვი გარდაიცვალა

დღის ფოტო

წიგნი-სკამები ყაზბეგის გამზირზე

📸გოგა ჩანადირი

დღის ვიდეო

ანრი ჯოხაძე და ქართველი ექიმები

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.