მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წითლად შეღებილი კოლუმბის ძეგლი, „მკვდრების საერთაშორისო დღე“, კიმ ჩენ ინი გამოფენაზე - 12 ოქტომბრის მსოფლიო ფოტოებში

12 ოქტომბერი

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 12 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

მეხიკოელი მოდელი ვარდისფერი კაბით სპეციალურ ჩვენებაზე.
მეხიკო, მექსიკა📸Mario Guzman/EPA

ლონდონში ბელგრეივის სკვერში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს. ამერიკის რამდენიმე შტატში 12 ოქტომბერს ქრისტოფერ კოლუმბის ხსენების დღე აღინიშნება.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი📸Rob Pinney/Getty Images

ლიბიელი გულშემატკივრები 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე.
Yousef Murad/AP📸ტრიპოლი, ლიბია

სამეფო გვარდიის წევრები სამხედრო აღლუმის დროს ეროვნულ დღესასწაულზე. ყოველწლიური ეროვნული დღესასწაული ესპანეთში ყოველი წლის 12 ოქტომბერს აღინიშნება.
მადრიდი, ესპანეთი📸Fernando Villar/EPA

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კეირ სტარმერი.
Peter Byrne/PA📸მიდლტონი, დიდი ბრიტანეთი

ტორბალის რაიონში მეტროპოლისის უძველეს ქალაქში 1800 წლის წინანდელი მოზაიკის აღდგენა მიმდინარეობს. Anadolu Agency/Getty Images📸იზმირი, თურქეთი

შემოდგომის თოვლი ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში.
ჩინეთი📸 Sipa Asia/Rex/Shutterstock

„მკვდრების საერთაშორისო დღის აღლუმი“ მეხიკოში. აღნიშნულ ღონისძიებაში 1000-ზე მეტმა ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს.
მეხიკო, მექსიკა📸Aidee Martinez/Eyepix Group/Rex/Shutterstock

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თავდაცვის განვითარების გამოფენაზე ფხენიანში.
ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა📸KCNA/Reuters

ცხენზე ამხედრებული ავსტრალიელი სამართალდამცველები სიდნეიში.
სიდნეი, ავსტრალია📸Anadolu Agency/Getty Images

ესპანეთის კუნძულ ლა პალმასზე ვულკანის ამოფრქვევა ამ დრომდე გრძელდება.
ლა პალმასი, ესპანეთი📸Sergio Pérez/Reuters

ეროვნული პარკის ბინადარი ცელქი გოგო.
ბორჯომ-ხარაგაული, საქართველო📸დაცული ტერიტორიების სააგენტო