
PIA.GE წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით 18 მაისს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.
პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი G7-ის სამიტის წინ, JS Izumo-ს ავიამზიდიდან გადმოდის, სადაც მას საპატიო ყარაული ხვდება იოკოსუკას სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.
იოკოსუკა, იაპონია 📸 Stefan Rousseau
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰიროსიმაში G7-ის სამიტის წინ, ჩადის იამაგუტის პრეფექტურაში.
ივაკუნი, იაპონია 📸 Brendan Smialowski
ადგილობრივები უყურებენ, როგორ ანადგურებს ხანძარი სახლებს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო მანქანის გადაადგილების შედეგად ათობით მეხანძრე დაშავდა.
ქალაქი პარანაკი, ფილიპინები 📸 Francis R Malasig
კვამლი დედაქალაქში, რუსების სარაკეტო დარტყმის შემდეგ.
კიევი, უკრაინა 📸 Reuters
ემილია რომანას რეგიონში წყალდიდობის შედეგად ჩაძირული სახლები. სტიქიამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჩეზენა, იტალია 📸 Alessandro Serranò
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის ანგელოზი ფერებშია განათებული.
ქალაქი მეხიკო, მექსიკა 📸 Raquel Cunha
სუდანის მოქალაქე ჰალიმე ადამ მუსა, რომელიც თავშესაფრის მაძიებელია, სხვებთან ერთად ელოდება უფასო საკვების მიღებას, სუდანის საზღვართან.
კუფრუნი, ჩადი 📸 Zohra Bensemra
საშუალო სკოლის მოსწავლეები კოლეჯში მისაღები ეროვნული გამოცდების დროს, ავსებენ ტესტებს.
ჰანდანი, ჩინეთი 📸 AFP
სუმან ბჰუტამბარე ჭიდან ამოსვლას ცდილობს მას შემდეგ, რაც იქ მეგობრის საცერის ამოსაღებად ჩავიდა.
ტელამვადი, ინფოეთი 📸 Francis Mascarenhas
ხელოვნების ნიმუში, რომელიც 687 ჟილეტისგან შედგება, ვესტ-ენდის სამშენებლო მოედანზე გამოფინეს მრეწველობის დარგში თვითმკვლელობის შემთხვევების წლიური მაჩვენებლის სადემონსტრაციოდ.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Danny Lowman
მოხალისე მიუყვება RHS Garden Wisley-ის ყვავილოვან თაღს.
ვოკინგი, დიდი ბრიტანეთი 📸 Andrew Matthews
მოდელი წარადგენს Joslin-ის ნამუშევარს ავსტრალიის მოდის კვირეულზე.
სიდნეი, ავსტრალია 📸 Flavio Brancaleone
პოპვარსკვლავი Lizzo პერფორმანსით გამოდის United Center-ში
ჩიკაგო, აშშ 📸 Rob Grabowski
ყორანი სახურავზე დაშვებისას, ტყის ხანძრის კვამლი კი ამდროს მზეს ეფარება.
კრემონა, კანადა 📸 Jeff McIntosh