უცხოეთი

ჯო ბაიდენი: ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას არ გაყოფს

ბაიდენი იგებს
1604816942
დაკოპირებულია

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არ გაყოფს“, - ამის შესახებ აშშ-ს 46 პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოქალაქეებთან მიმართვის დროს განაცხადა.

აშშ-ს 46 პრეზიდენტმა ქვეყნის გაერთიანების პირობა დადო.

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არ დაყოფს. არ ვაპირებ შტატები რესპუბლიკურად და დემოკრატიულად დავყო.

ამ პოსტზე იმიტომ მოვდივარ, რომ ამერიკა კვლავ პატივსაცემი ქვეყანა გავხადო მსოფლიოში. მესმის იმ ადამიანების იმედგაცრუება, ვინც ტრამპს მისცა ხმა, მაგრამ შევახსენებ მათ, რომ მეც მაქვს არჩევნები ორჯერ წაგებული,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

📌 ცნობისთვის, აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა