უცხოეთი

სომხეთმა სახმელეთო საზღვარი გახსნა

სომხეთმა უცხოელებისთვის საზღვარი გახსნა
1610606597
დაკოპირებულია

სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარი გახსნა. ამის შესახებ სომხეთის შსს პრესსამსახურში „ეხო კავკაზას“ აცნობეს. 

„ამის შემდეგ უცხოელები სომხეთში მოხვედრას როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით შეძლებენ. მათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საბუთის წარმოდგენა დასჭირდებათ, რომელიც ბოლო 72 საათში აიღეს. საბუთი უნდა იყოს სომხურ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე“ - განაცხადეს პრესსამსახურში.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს PCR ტესტი არ ექნება, მას კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება საზღვარზე შეუძლია, ამის შემდეგ კი პასუხის მიღებამდე იზოლაციაში წავა.

სომხეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 163 ათას ადამიანს დაუდგინდა. 2,9 ათასი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სომხეთის პრეზიდენტი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს